fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თალიბანი ავღანეთის დედაქალაქზე, სავარაუდოდ, მალე სრულ კონტროლს დაამყარებს

14:09 აგვისტო 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

თალიბანი ავღანეთის დედაქალაქზე, სავარაუდოდ, სულ მალე სრულ კონტროლს აიღებს, BBC-ს ინფორმაციით, ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. თალიბანმა ბრძოლის გარეშე აიღო ქვეყნის დასავლეთით მდებარე უმნიშვნელოვანესი ქალაქი ჯალალაბადი.

სამთავრობო ძალების ჩამოშლამ კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა აშრაფ ღანიზე, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. ახლა ქვეყანა მძიმე არჩევანის წინაშეა – იბრძოლოს ქაბულის შესანარჩუნებლად, თუ უბრძლოველად დათმოს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის დედაქალაქში მდებარე საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. კვირას დილით დიპკორპუსის წარმომადგენლები აეროპორტში გადაიყვანეს, სადაც ექვს სამხედრო სამგზავრო თვითმფრინავში გადაანაწილეს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი გადაწყვეტილება, გამოეყვანა ჯარი ავღანეთიდან, იმ არგუმენტით ახსნა, რომ არ სურს “აშშ მუდმივად მონაწილეობდეს რომელიმე ქვეყნის სამოქალაქო კონფლიქტში”.

რა მოხდა ჯალალაბადში

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თალიბანმა ნანღარარის პროვინციის დედაქალაქი უბრძოლველად აიღო.

 

“ჯალალაბადში შეტაკებები არ ყოფილა, რადგან გუბერნატორი დანებდა თალიბანს,” – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა “როიტერსთან”.

მისივე თქმით, ქალაქის დათმობა ერთადერთი გზა იყო, რომ მოსახლეობის სიცოცხლე გადაერჩინათ. ჯალალაბადის ხელში ჩაგდება თალიბანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისინი ახლა აკონტროლებენ გზებს, რომელიც ქვეყანას პაკისტანთან აკავშირებს.

რა ხდება ახლა ქაბულში

ასობით ათასი ადამიანმა ავღანეთის თალიბანის მიერ კონტროლირებადი რეგიონებიდან ქაბულს შეაფარა თავი. ისინი ამბობენ, რომ დასაქორწინებელ ქალებს და ახალგაზრდა გოგონებს თალიბანის მეომრებზე დაქორწინებას აიძულებდნენ.

 

35 წლის მუჟდა, რომელიც პარვანიდან ქაბულში ორ დასთან ერთად გაიქცა, ამბობს, რომ თავს მოიკლავს, თუ მას დაქორწინებას აიძულებენ.

“მთელი დღე და ღამე ვტირი…” – განაცხადა მუჟდამ “ფრანს პრესთან”.

ქალები ჰყვებიან, რომ აიძულებენ ბურკა ჩაიცვან – გრძელი სამოსი, რომელიც მათ სახეს და სხეულს მთლიანად ფარავს. წესების დარღვევის შემთხვევაში კი მოსახლეობას შეიარაღებული პირები დაუნდობლად სცემენ.

“ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქაბულში კვლავ ომი დაიწყოს. ხალხი აქ 40 წელია უკვე, გლოვაში ცხოვრობს… ქუჩები, სადაც ჩვენ დავდივართ, ადამიანების ძვლებზეა დაგებული,” – ამბობს ქაბულელი 53 წლის საედ აკბარი.

დედაქალაქის მოსახლეობა ბანკებთან გრძელ რიგებში დგას, რომ საკუთარი დანაზოგები გამოიტანონ, თუმცა ბანკების დიდ ნაწილს ფულის რეზერვი აღარ აქვს.

ავღანეთში ბრძოლები 1 მაისის შემდეგ გამწვავდა – მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ჯარების გაყვანა ოფიციალურად დაიწყეს.

ჯარების გაყვანის პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია