ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რასთან არის დაკავშირებული ქვეყანაში ბოლო დღეებში დაფიქსირებული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.
როგორც გაბუნია ამბობს, შემთხვევების კლებასთან ერთად გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენციაც უნდა შემცირდეს
„ახალი შემთხვევების რაოდენობა არის დაახლოებით 800-დან 1000-მდე მიმდინარე პერიოდში, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება 2-3 კვირის წინანდელ პერიოდს – მაღალ მაჩვენებლებს. როგორც ვიცით, გარდაცვალების შემთხვევების მატება მოჰყვება მოგვიანებით.
თუ რა თქმა უნდა არ გაუარესდა ეპიდემიური სიტუაცია. ამისთვის მნიშვნელოვანია ზედმიწევნით იმ ზომების დაცვა, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.











