„კოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში როგორც ეს ადრე იყო“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნია ამბობს, „კოვაქსთან“ კომუნიკაცია მას ჩვეულ რეჟიმში აქვს.
„კოვაქს“ პლატფორმასთან მე გუშინ კომუნიკაცია მქონდა. პრესსამსახური დააზუსტებს იმ უზუსტობას, რომელიც მაინც ვფიქრობ იყო თარგმნის უზუსტობა და ინტერპრეტაცია. „კოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში როგორც ეს ადრე იყო. „კოვაქსი“ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ვაქცინების მოპოვების პროცესში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.