ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკურ პერიოდშია.
მისივე თქმით, პიკური პერიოდი ორი კვირა გაგრძელდება.
„კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 500-დან 2 000-მდე მერყეობს. გარკვეულწილად, კარგია ის, რომ არ არის მაჩვენებლის ნახტომისებური მატება. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.











