ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაზე საუბარი არ მიდის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, ქვეყანას იმ გზის გავლა მოუწევს, რაც მოერე ტალღის შემდეგ იყო.
“დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი [საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაჩერება] არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ”, – აცხადებს თამარ გაბუნია „დღის კურიერში“.











