საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო 22 მარტის კვირაში „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს.
„სამიზნე არის დაახლოებით 54-55 ათასი სამედიცინო სფეროს მუშაკი, „ასტრაზენეკას“ 43 200 ვაქცინას დაემატება ასევე „ფაიზერის“ ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში 14 500 ადამიანის ასაცრელად, ეს დოზები საკმარისი იქნება ორჯერადი აცრისთვის“, – განაცხადა გაბუბნიამ.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.











