ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის 8022 საწოლია მობილიზებული.
„ამ დროისთვის ჰოსპიტალურ სექტორში 7410 პაციენტია. აქედან 1568 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 376 კი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს“, – განაცხადა გაბუნიამ.











