ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მესამე ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემას, სარეზერვო რესურსი და პერსონალი მობილიზებული ჰყავს.
„მესამე ტალღისთვის ჩვენი მზადება არის ის რომ სარეზერვო რესურსი ჯანდაცვის სისტემას აქვს, რა თქმა უნდა , პერსონალი მობილიზებულია და ვაქცინაციისთვის ვემზადებით ეს არის შუალედური პერიოდის ღონისძიება”, – განაცხადა გაბუნიამ.











