„თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ განაცხადა.
„დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა.
თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი.
21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები.
ტექნიკური შესაძლებლობებით დღეს ჩვენ გვჭირდება „აიფონ 11“ მაშინ როდესაც გვაქვს ფარნიანი ტელეფონი“, – განაცხადა ანა დოლიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას იბრძოლებს.











