ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი ამ სიტყვის ყველაზე სიღრმისეული გაგებით, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპულიც და ამავე დროს გამაერთიანებელი ჩვენი ხალხისთვის.
„თვით ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტის ოდენა ეჭვი შეიძლება ეპარებოდეს ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეში – ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს. ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი“, – წერს თამარ ტალიაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











