საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, უნდა მოუხადოს თუ არა ოპოზიციამ ბოდიში ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, თუ ბოდიშის მოხდა აუცილებელია, ოპოზიციამ ამაზე უკან არ უნდა დაიხიოს.
„ჩვენ ვქმნით დემოკრატიული, ევროპული ყაიდის ქვეყანას, სადაც თუ საჭიროა, ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. კარგად უნდა ვისწავლოთ არამარტო ფურცელზე დაწერილ კომპრომისებზე წასვლა, არამედ ქმედებებით წასვლა.
ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს. ნებისმიერი სახის ბრალდება, რომელიც აღმოჩნდება უსაფუძვლო, მორალური მომენტია ვინმესთვის ქმნიდეს საფუძველს, რომ არ შერცხვეს ბოდიშის მოხდის, თუ ჩათვლის, რომ არ იყო მართალი.
საბოლოო ჯამში, ყველა თავისით გადაწყვეტს, ვის, რატომ მოუხდის ბოდიშს, რაც ყველაზე მთავარია ამას მოსახლეობა შეაფასებს“,-აღნიშნავს კუჭავა.











