ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. მოხდა არსებული ხნულის განახლებაც.
სუს-ის ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.











