„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს არ შეცვლის. მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.
„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ეს არის ოთხი მოთხოვნა: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და არა სახელებისა და გვარების შეცვლა. ახალი საარჩევნო გარემო, რაც საარჩევნო კოდექსში მთელ რიგ ცვლილებებს გულისხმობს. აღნიშნულ საკითხებზე მზად ვართ სასაუბროდ, ამ დეტალებზე შეგვიძლია მოლაპარაკებებზე წავიდეთ“, – განაცხადა თარხნიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია“. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სტატუს – კვო მალე შეიცვლება.










