ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ წევრის, თემურ შუბითიძის მიმართ მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მარნეულში მიმავალ „ოცნების“ წარმომადგენელს მანქანა დააჯახეს და სასტიკად სცემეს.











