fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თავდასხმა ვაშაძის მხარდამჭერებზე! – რა დეტალებზე საუბრობს თავად პრემიერობის კანდიდატი

22:10 სექტემბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
878
ნახვა

გიორგი ვაშაძის მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარკეთილში მოხდა

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ვარკეთილში, გიორგი ვაშაძის მხარდამჭერებს უცნობი პირი თავს დაესხა. სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავეს.

„პრაიმტაიმი“ მომხდარზე სასაუბროდ თავად გიორგი ვაშაძეს დაუკავშირდა. როგორც ის აცხადებს, თავდასხმა მის ინიციატივას – საბანკო-საკრედიტო პროცენტების დაკლების მოთხოვნას უკავშირდება. ამბობს, რომ პოლიციამ დააკავა ძალადობაში ეჭვმიტანილი, მაგრამ მისთვის დაკავებულის ვინაობა უცნობია.

„იძულების შემდეგ, როგორც იქნა, პოლიციამ ეს ადამიანი დააკავა. ახლა, მონიტორინგს ვუწევთ, რა ტიპის გამოძიება იქნება. აშკარად, თავდასხმას ორგანიზებული სახე ჰქონდა. თავდამსხმელს ეგონა, რომ ახალგაზრდებს დააშინებდა. პოლიციაც მის დაკავებას არ ჩქარობდა.

თემა ბანკების პროცენტებზე ხელმოწერების შეგროვება იყო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ მოვითხოვთ პროცენტის შემცირებას, რომელიც ძალიან მაღალია.

ეს არ მოსწონს ხელისუფლებას და ცდილობენ, თავდასხმით გააჩერონ ჩვენი აქტივობა, რაც შეუძლებელია.

პოლიციამ განყოფილებაში ერთი ადამიანი გადაიყვანა. მან სახელი და გვარი არ გვითხრა. ახლა, პოლიციისგან მოვითხოვთ, რომ მისი ვინაობა გვითხრან, რათა დავადგინოთ წრეები, რომლებთანაც შეხება აქვს.“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

დაზარალებულების თქმით, თავდამსხმელებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მოგვაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დააზიანეს მეტროსთან განთავსებული კარავი. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა ისინი ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ. თავდამსხმელები უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.“- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

მომხდარზე შსს-ში აცხადებენ, რომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.” – აცხადებენ უწყებაში.

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

თეგები: გიორგი ვაშაძეშსს

დაკავშირებული სტატიები

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.
მთავარი ამბავი

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

დეკემბერი 25, 2021
796
სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

დეკემბერი 10, 2021
1.1k
პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 25, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია