სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აზერბაიჯანის დაბომბვების შედეგად სომხეთის ტერიტორიაზე სკოლები დაზიანდა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავებით მიიტანა იერიშები.
თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.











