fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა გიორგი კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

12:24 მაისი 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
849
ნახვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პატივს მივაგებთ საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც ქართული არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ის არის მაგალითი ყველასთვის, განსაკუთრებით მომავალი თაობებისთვის, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იღვაწო და იბრძოლო მისი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და როგორი შეურიგებელი იყო ოკუპაციასთან. საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას და საერთო ეროვნული ძალისხმევით ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში, მხარს გვიჭერს მთელი ცივილიზებური სამყარო და ეს ბრძოლა  ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. გენერალ კვინიტაძის მიზანი, რომელიც ერთიან და ძლიერ საქართველოს ეფუძნება, აუცილებლად იქნება მიღწეული“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

„წელს განსაკუთრებით ემოციურია 26 მაისი, რადგან საფრანგეთიდან ჩამოასვენეს ჩვენი სახელოვანი გენერალი, საქართველოსთვის თავდადებული გმირი, გიორგი კვინიტაძე. სიამაყის მომგვრელია მისი განვლილი ცხოვრების გზა, დამოუკიდებლობის იმ ორ წელიწადნახევარში  ასეთი ოფიცრები და გენერლები გვყავდა. ყოველთვის ვოცნებობდი მის საფლავზე მისვლას და პატივის მიგებას და ახლა, პრადად ჩემთვის, დიდი პატივია რომ სამების ეკლესიაში მის ნეშტს თავი დავუხარო“, – აღნიშნა კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.

გენერალი გიორგი კვინტრაძე საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს, 26 მაისს კი გენერლის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. 1919 წელს მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში გენერალი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში წავიდა. იგი 1970 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა.

თეგები: გიორგი კვინიტაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

მაისი 26, 2021
791
მთავარი ამბავი

პატრიარქი: გიორგი კვინიტაძის ბიოგრაფია გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს

მაისი 26, 2021
802
სიახლე

კუჭავა: დღეს გენერალი კვინიტაძე განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ძლიერ ჯარს

მაისი 26, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია