პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა მცხეთაში გამართულ მეექვსე რიგგარეშე ყრილობაზე გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩიეს და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა შემადგენლობა თბილისსა და რეგიონებში წარადგინეს.
პარტიის გამგეობის წევრებად აირჩიეს:
ვახტან მჭედლიძე;
თამარ კეკენაძე;
დევი ტაბიძე;
ემზარ კაკულია.
პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდა პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე.
თავისუფალმა დემოკრატებმა საკუთარი კანდიდატები ოთხ მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს, მათ შორის ორი თბილისში, ორი – რეგიონში.
თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
ვიტალი დარასელია – საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
ედუარდ ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი;
რეგიონებში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
დავით ჭუნიაშვილი – გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი;
ვახტანგ მარტოლეკი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი.











