თავს მოვიჭრი, ბატონ კობიაშვილს ერთი აბზაცის დაწერის უნარი არ შესწევს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ლევან კობიაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, კობიაშვილს „ერთი აბზაცის დაწერის უნარიც არ შესწევს“.
„კობიაშვილის განცხადება იყო სამარცხვინო, იცით რატომ? ის ცხოვრებაში ვერ დაწერს ამ განცხადებას. ვერასდროს დაწერს. ათი აკადემია, რომ დაამთავროს, ადამიანს ეტყობა, რომ ამის დამწერი არ არის. თავს მოვიჭრი, ბატონ კობიაშვილს ერთი აბზაცის დაწერის უნარიც არ შესწევს, რაც გავრცელდა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ლევან კობიაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით (ნიკა მელია) „ ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ“.











