fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თავს ვალდებულად ვთვლი პასუხის გავცე იმ სიცრუეს, რომლის ტირაჟირებაც ხდება – ლაშა ხუციშვილი

11:37 ივნისი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
765
ნახვა
“არ ვიცი რამდენად არის მაღალი საჯარო ინტერესი ჩემს შესახებ ერთ-ერთ ტელეარხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი პასუხის გავცე იმ სიცრუეს, რომლის ტირაჟირებაც ხდება უსირცხვილოდ”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ტყუილი #1:
თითქოს ვფლოდ რამოდენიმე ძვირად ღირებულ ბინას, რომელიც გაფორმებულია სხვის სახელზე. ერთი ბინა რომელიც ნაჩვენებია სიუჟეტში ეკუთვნის მშობლებს, რომელიც შეძენილია 2005 წლამდე, მაშინ როდესაც ვიყავი სტუდენტი (შეძენა ფიქსირდება შესაბამისი ამონაწერით). ცხადია სტუდენტობის დროს მე ვერ შევიძენდი ბინას და ვერ გავაფორმებდი სხვის სახელზე. მეორე ბინა რომელიც ასევე ნაჩვენებია სიუჟეტში არის ჩემი ძმის მფლობელობაში (შეძენილი ჩემი მინისტრად დანიშვნამდე 6-7 წლით ადრე), სადაც ის ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და ცხადია ყველასთვის ცნობილია ეს ფაქტი, გარდა მთავარი არხისა.
ტყუილი #2:
თითქოს ქონებრივ დეკლარაციაში არ ხდება ინფორმაციის სრულყოფილად მითითება. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით გასულ წლებში არაერთხელ მომხდარა ქონებრივი დეკლარაციის დეტალური შესწავლა ფინანსთა მინისტრის მოადგილეების და მათ შორის ჩემი დეკლარაციის. შესწავლის შედეგად არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა. ასევე არ გამოვლენილა არასწორი ინფორმაციის წარდგენის ფაქტი.
ტყუილი #3:
თითქოს ჩემი მამა ამჟამად იკავებს რამე თანამდებობას ფონდ ქართუში, რაც არის ტყუილი. ამჟამად მას არანაირი შეხება არ აქვს ფონდ ქართუსთან.
ტყუილი #4:
თითქოს ჩემს თანამდებობა რამენაირად უკავშირდება ჩემი ძმის და მისი მეუღის დასაქმება. ჩემი ძმა ამჟამინდელ თანამდებობაზე უცვლელად მუშაობს უკვე ბოლო 8 წლის განმავლობაში კერძო კომპანიაში და ჩემი ძმის მეუღლე ნამდვილად მუშაობს სამხარაულის ბიუროში ბოლოს 10 წლის განმავლობაში (ექსპერტის თანამდებობაზე უცვლელად), იმ დროიდან როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა.
ტყუილი #5:
სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია ბინები რომელსაც არანარისი შეხება არ აქვს ოჯახთან და მხოლოდ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ალბათ ყველა უნდა ვიცნობდეთ ჩვენს “გმირებს”, რომლებმაც ეს ზღაპრები შეთხზეს და რომლებმაც ახალი ჟურნალისტური სტანდარტი დადეს.
პ.ს. მთავარი არხის არც ერთი ჟურნალისტი არ დამკავშირებია კომენტარის გასაკეთებლად აქ მოყვანილ ბოდვებთან დაკავშირებით, რაც ასევე “ახალი სიტყვაა” ჟურნალისტიკის ისტორიაში!”,- წერს ხუციშვილი.
თეგები: ლაშა ხუციშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს – ფინანსთა მინისტრი „ნამახვანჰესზე“

სექტემბერი 27, 2021
787
ეკონომიკა

უნდა ჩამოყალიბდეს ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები – ფინანსთა მინისტრი

აგვისტო 6, 2021
809
ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

აგვისტო 5, 2021
769

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია