დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ვირუსის აქტიურობასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ სითბოსთან ერთად, ვირუსი სუსტდება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა არის მოსახლეობის აცრილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











