სოფელ სუფსაში თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მგზავრი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, გრიგოლეთი-ლანჩხუთის ავტომაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











