ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. შემთხვევის შედეგად ცოლი ადგილზე დაიღუპა, ქმარი და ერთი პირი კი დაშავდნენ.
დაშავებულები სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის ტრავმებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.











