მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, #2 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა. პედაგოგი აღნიშნულ სკოლაში თბილისიდან დადის და ქართულ ენას ასწავლის. ინფიცირებულმა მასწავლებელმა სკოლაში გაკვეთილები ჩაატარა და ბავშვებთან პირდაპირ კონტაქტში იყო.
მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქენან ომაროვის განცხადებით, მათი მხრიდან გატარდება ყველა საჭირი ღონისძიება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მითითებებისამებრ.
„სკოლაში დაწესებული შეზღუდვების შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოგვცემს მითითებებს, ისე კი სკოლებში რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ“ – გვითხრა რესურსცენტრის დირექტორმა.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ფაქტთან დაკავშირებით კომენტარზე თავს ვერ გააკეთებენ, რადგან კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ამ კვლევის შემდეგ გადაწყდება რა ღონისძიებას გაატარებენ.
ავტორი: მარიამ ქველაძე











