თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
126-ე სკოლის დირექტორის0, ირინე მჭედლიძის განაცხადებით, ბავშვი სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა, მისი კლასი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – განმარტა სკოლის დირექტორმა.











