თბილისის 161-ე სკოლა მასწავლებლის ინფიცირების გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადადის.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხუთშაბათს შეუძლოდ გახდა, კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში არიან.
სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.











