თბილისის 173-ე სკოლა, სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სკოლის დირექტორის ლია თუშურის განცხადებით, სასწავლო დაწესებულება დღეს ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმზე ხვალიდან 12 დღის განმავლობაში გადავიდეს.
“კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენი სკოლის პედაგოგს, ორსულადაა და უკვე მკურნალობს. რეკომენდაცია იყო კონტაქტში მყოფი პირები გარკვეული ვადით უნდა გადაგვეყვანა თვითიზოლაციაში. პედაგოგებს ბევრს ჰქონდა მასთან კონტაქტი, სწორედ ამიტომ 12 დღით გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, სრულად მთელი სკოლა”, – განაცხადა ლია თუშურმა.
პედაგოგის კოვიდინფიცირების გამო, თბილისის კლასიკური გიმნაზია სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის











