ლოკომოტივის მსგავსად, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ეტაპზე თბილისის დინამოც ითამაშებს.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უელსური ნომედსი შეხვედრის ბოლო წუთზე 0:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 98-ე წუთზე გიორგი გაბედავამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში თბილისის ლოკომოტივიც ითამაშებს, რომელმაც თბილისში მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა











