თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების ამ ეტაპზე აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვედ გამართული კლინიკა.
„თბილისის ინფექციური კლინიკა, რომელიც ათწლეულია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს, მოგეხსენებათ, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. ეს ჯგუფი არამხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგმარეობას მართავდა, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა რეკომენდაციებს.
ეპიდემიის გავრცელების რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, მნიშნველოვანია,რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამდეროვე გამართული კლინიკა. დღეს ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შენობის შეძენა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











