უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში თბილისის ლოკომოტივი სტუმრად გრანადას შეხვდა და 2:0 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 მორჩა, მეორე ნახევარში კი მეტოქემ თბილისურ კლუბს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა ანგარიში 47-ე წუთზე გახსნეს. რამდენიმე წუთში კი მსაჯმა მოედნიდან გიორგი გაბაძე გააძევა, რამაც თბილისური კლუბის შანსები მიზერული დატოვა. ესპანელებმა მეორე გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანეს და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.
სამწუხაროდ, ლოკოკოტივის ფეხბურთელებმა მეტოქის კარის მიმართულებით ვერცერთხელ დაარტყეს. ლოკომოტივის მსგავსად, ევროსარბიელს დაემშვიდობა თბილისის დინამოც, რომელიც ფარერების კუნძულის გუნდთან 6:1 განადგურდა.








