fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:26 ოქტომბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულყოფილად შესრულდა, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით თბილისის მერია ტელეკომპანია „მთავარ არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას სიცრუეს უწოდებს. კერძოდ, არხზე გასულ სიუჟეტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც თითქოს შეცდომით განხორციელდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

რეალურად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელმა“ დაასრულა სადმელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გამყრელიძის ქუჩაზე 527 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სისტემის დაერთება მოხდა ბარამიძის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ტრანშეა გაიჭრა, ასფალტის საფარიც დაიგო.

რაც შეეხება სადმელის ქუჩას, სადაც გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 60 წელია არ განხორციელებულა, გზა კაპიტალურად შეკეთდა, სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა სრულყოფილად.

სანიაღვრე კოლექტორზე, რომელიც მოეწყო წესების სრული დაცვით, სავარაუდოდ, დაერთებულია თვითნებურად მოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) მილი, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. საუბარია წლების წინ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ასევე, მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად დაერთებულ წყალარინის მილებზე, რომელთა განცალკევება, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ.

ამ ეტაპზე, წყალარინების პრობლემას იკვლევს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: თბილისის მერიაინფრასტრუქტურა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2021
792
მთავარი ამბავი

უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

აგვისტო 13, 2021
779
დედაქალაქი

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 12, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია