თბილისის მერია და საკრებულო ვმუშაობთ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრე კომპანიასთან, რათა ერთობლივი თანამშრომლობით შევიმუშაოთ და განვახორციელოთ კუს ტბის რეკონსტრუქციის პროექტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, შესაბამის სამსახურებთან და სტრუქტურებთან ერთად დაიწყოს აქტიური მუშაობა პროექტის კონცეფციის შესამუშავებლად“, – განაცხადა კალაძემ.