fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს 

12:19 ივლისი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
909
ნახვა

დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში  საპარკე კულტურა მკვიდრდება და რეკრეაციული სივრცეებით ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს.

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქისთვის და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. რამდენიმე ხნის წინ, „მზიურის“ პარკი გაიხსნა. ასევე ვარკეთილში, სამგორის რიაონში გავხსენით პარკი. გასულ წელს, გლდანში, მექვსე მიკრორაიონში მოეწყო დიდი საპარკე ზონა.

მომავალ კვირას კი ოფიციალურად გავხსნით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკს, რომელიც ძალიან მაგარი გამოვიდა. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პროექტები, რადგან ძალიან დიდი პოზიტივია და მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საპარკე კულტურა შემოდის. ძალიან ბევრი ადამიანი რეკრეაციული სივრცეებით სარგებლობს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე გავაჩინოთ, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაპირებთ და წლის ბოლოს, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისთვის ფინანსების მოძიება დაავალა, რომ შემდგომში მათი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია მოხდეს.

„მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის  პროექტების დამუშავება და შემდეგ მათი განხორციელება შევძლოთ.  ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს. საჭიროა ასევე თანხების მოძიება. დენდროლგური პარკი კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაა, დაახლოებით, 150 ჰექტარზეა გადაჭიმული და აქაც შესაძლებელია საქალაქო დონის პარკის მოწყობა, სადაც ადამიანებს ყველა რაიონიდან ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დაისვენონ. გავაკეთოთ საპიკნინე ადგილები, გასართობი ზონები. რაც კი თანამედროვეობასთან არის კავშირში, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაბამისი თანხების მოძიება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით, ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის საპროექტო სამუშაოებს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია