თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ მერიაში განუცხადეს, სიმპტომების გამოვლენისას მათი თანამშრომელი სახლში იმყოფებოდა და სამსახურში არ დადიოდა.
არსებული ინფორმაციით, 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული. მათ PCR ტესტირება უკვე ჩაუტარეს.
მერიის ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებები შენობაში უკვე ჩატარდა.











