fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისის მუნიციპალურ ინსპექცია: შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა

17:38 ოქტომბერი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
803
ნახვა

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობის რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით 5-6-ჯერ გაიზარდა.

მათივე ცნობით, ასევე, გაიზარდა მიმართვიანობა სოციალური ქსელების საშუალებით.

ინსპექციაში აღნიშნულს ბათუმში, 8 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ. როგორც ინსპექციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, 8 ოქტომბრის შემდეგ მათ ცხელ ხაზზე დღეში რამდენიმე ათეული ზარი შედის საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

კერძოდ, მოსახლეობა ინსპექციას მიმართავს თხოვნით, შეამოწმონ, რამდენად უსაფრთხოდ მიმდინარეობს მათ კორპუსში სარემონტო, თუ სარეკონსტრუციო სამუშაოები. ძირითადად ეს შენობის პირველ სართულებს ეხება. მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ისინი ყველა ზარზე დროულ რეაგირებას ახდენენ და გამოძახების ადგილზე ამოწმებენ, მიმდინარე სამუშაოებზე არსებობს თუ არა შესაბამისი ნებართვა.

მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, თუ არსებობს ვარაუდი, რომ უნებართვო სამუშაოების ფარგლებში მოხდა მზიდ კონსტრუქციასთან შეხება, ინსპექცია ფართის მესაკუთრეს საექსპერტო დასკვნის მომზადებას სთხოვს. თუ დადასტურდა მზიდი კედლის ცვლილება, მეპატრონეს პირვანდელი სახით აღდგენა ევალება.

ინსპექციაში განმარტავენ, რომ, კანონის თანახმად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დროს, თუ სამუშაოები ეხება მზიდ კონსტრუქციას, აუცილებელია არქიტექტურის სამსახურის ნებართვა და შესაბამისი დასკვნები.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ნებართვის გარეშე წარმოებული სამუშაოების ფარგლებში მოხდა მზიდი კედლის შეხება, ანუ შესაძლოა, უსაფრთხოების ნორმები დაირღვეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეპატრონეს ავალდებულებს, წარმოადგინოს საექსპერტო დასკვნა.

თუ ექსპერტიზა აჩვენებს მზიდი კედლის ცვლილებას ან ზოგადად უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ინსპექცია დაავალდებულებს მფლობელს, მოახდინოს კონსტრუქციის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მდგრადობის უზრუნველყოფით. კანონის შესაბამისად, მიცემული გონივრული ვადის შემდეგ მოხდება შემოწმება და მდგრადობის უზრუნველყოფაზე მომზადებული დასკვნის განხილვა.

მუნიციპალურ ინსპექციაში მოსახლეობას მოუწოდებენ, საცხოვრებელ კორპუსში საეჭვო სამუშაოების შემთხვევაში დარეკონ ნომერზე 2 72 22 22 .

8 ოქტომბერს, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, ჩამონგრევის მიზეზი შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და მზიდი ელემენტების მოხსნა გახდა.

თეგები: თბილისის მუნიციპალურ ინსპექცია

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია