„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 12 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა სამგორის რაიონის მოსახლეობას შეეხება.
კერძოდ, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ზემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ახვლედიანის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










