„თელასის“ ინფორმაციით, 19 მაისს სხვადასხვა ტიპის სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ ბეთანიის, კოჯრის (ნაწილობრივ), დიდების, ქვემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის, ბესიკის, ყიფიანის (ნაწილობრივ) და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და ანაპის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის (ნაწილობრივ) და ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფიროსმანის, კონსტიტუციისა და ჩიტაიას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვერეს აღმართის, სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ჯუღელის და საქანელას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ტაბიძის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










