20 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში ტერევერკოს ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, ფარსადანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.










