სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ფალიაშვილის, დარიალის, ცხვედაძის, ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ყიფიანის, ბოგდან ხმელნიცკის, აღნიაშვილის, ბურჯანაძის, პერინის, თეკლა ბატონიშვილის, ქინძმარაულის და ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.










