გადაუდებელი სამუშაოების გამო 5 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასის“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის ზემო დასახლების, ასურეთის, გეგუთის, დარკვეთის, ზეკარის, კიშინიოვის, ლუბოვსკის, ჯავის, სვერის, ავიაქიმიის, სანერგის, ბუგეულის, ლისაშვილის, სანავარდოს, სვირის, ცოტნე დადიანის, თოდრიას, კურსების, დომენტი ჟღენტის, ახტალის, ლაითურის, მაჩხაანის, მირზაანის, სამღერეთის, წერონისის, სამსონ ფირცხალავას, ავთანდილ ღოღობერიძის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აბაშელის, არაყიშვილის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, რაზმაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, აბაშვილის და ირინა შტენბერგის ქუჩების მოსახლეობას.










