სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ქობულეთისა და შროშის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, გამსახურდიას, ბროლოსანის, იოსებიძის, შარტავას, კალანდაძის, ხვიჩიას, საბურთალოს, კოსტავას, ჭაბუკიანისა და შორსის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ბუდაპეშტისა და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელისა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭედიასა და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის, ქსნის, ფეიქართა და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილის მასივის VII კვარტლის, ხვედელიანისა და ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელისა და ტერევენკოს ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, წინამძღვრიშვილის, უზნაძის, ხმელნიცკის, რომის, ჩერნიშევსკის, ქურდიანის, ნეკრასოვის, გოგიბერიძის, ტყვიავის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, სუნდუკიანისა და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.










