გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ბოლქვაძისა და მხარგრძელის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფოთის, ქუთაისისა და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.










