„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, რამაზ შენგელიას, ხევძმარის და ონის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.










