თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
სხდომას 43 დეპუტატი ესწრება, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, თავი 1-მა დეპუტატმა შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
საკრებულოს სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი წევრი ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერებიც იყვნენ მისულები, თუმცა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.








