დღეს მოსამართლე „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ბრალდებულის მეგობრები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ.
ისინი აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც პოლიტიზირებული იქნება.











