თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.











