თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.











