საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.











