თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, კაცს გარეგანი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს ოჯახი 5 დღის განმავლობაში ეძებდა.
ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.











