„თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის და ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ცოტნე დადიანის, ჟღენტის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, რიონჰესის, სვანეთის, ლეჩხუმის, ჭყონდიდელის, ჭიჭინაძის, ხევსურეთის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, სანერგეს, ბენდელიანის, სართანიას, კურნატოვის, ცინცაძის, მანგალაძის, სააკაძის, ნიკო მარის, ლისაშვილის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის, წერონისის, რაჭის, ზესტაფონის, ნინუას, ხვინგიას და ცისარტყელას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. კომპანიის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










